INCOTERMS

სატვირთო გადაზიდვების საერთაშორისო წესები და პირობები

INTCOTERMS 2021  – ესაა საერთაშორისო ვაჭრობაში მოქმედი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს გამყიდველიდან მყიდველზე საქონლის მიწოდების ნაწილში (საქონლის მიწოდების პირობები).
 
 FOB
 

«Free on Board» („თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მიაწოდებს საქონელს მყიდველის მიერ ნომინირებული გაგზავნის ნავსადგურში მდგარი ნომინირებული გემის ბორტზე ან უზრუნველყოფს ასეთი წესით მიწოდებული საქონლის გადაცემას საქონლის დაკარგვის ან დაღუპვის რისკი გადადის მაშინ, როდესაც საქონელი იმყოფება გემის ბორტზე და ამ მომენტის შემდეგ მყიდველს ეკისრება ყველა ხარჯი.

გამყიდველი ვალდებულია  მიაწოდოს საქონელი გემის ბორტზე ან უზრუნველყოს ასეთი წესით მიწოდებული საქონლის გადაცემა გადასაზიდად. „გადაცემის“ ვალდებულებაზე მითიღება ითვალისწინებს მრავალრიცხოვან გაყიდვებს ჯაჭვურად, რაც ხშირად გამოიყენება სანედლეულო საქონლით ვაჭრობაში.
 
FOB – შეიძლება იყოს შეუსაბამო, როდესაც საქონელი გადაეცემა გადამზიდველს გემის ბორტზე განთავსებამდე, მაგალითად, საქონელი კონტეინერებში, რაც ტიპიურია ტერმინალში მისაწოდებლად. ასეთ სიტუაცებში მიზანშეწონილია FCA ტერმინის გამოყენება.
 
FOB – მოითხოვს გამყიდველისაგან გატანის საბაჟო ფორმალობების შესრულებას, თუ ასეთი რამ გამოიყენება. მაგრამ გამყიდველი არ არის ვალდებული შეასრულოს შეტანის საბაჟო ფორმალობები, გადაიხადოს იმპორტის ბაჟები ან შეასრულოს სხვა საბაჟო ფორმალობები შეტანისას.
 
 
CIF
 
«Cost, Insurance and Freight» (ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი მიაწოდებს საქონელს გემის ბირტზე ან უზრუნველყოს ასეთი წესით მიწოდებული საქონლის გადაცემას დანიშნულების ადგილზე. საქონლის დაკარგვისა ან დაზიანების რისკი გადადის მაშინ, როდესაც საქონელი იმყოფება გემის ბირტზე. გამყიდველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და გადაიხადს დათქმულ დანიშნულების ადგილამდე საქონლის მისაწოდებლად საჭირო  ყველა ხარჯი და ფრახტი.
 
გამყიდველი ასევე დებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის დროს საქონლის დაკარგვისა ან დაზიანების რისკს, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ CIF – ის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დაზღვევა მხოლოდ მინიმალური დაფარვით. თუ მყიდველს სურს იქონიოს მეტი დაცვა დაზღვევის გზით, მან ან უნდა შეათანხმოს ეს მკაფიოდ გამყიდველთან ან განახორციელოს თავისი ხარჯით დამატებითი დაზღვევა.
 
ტერმინების СРТ, CIP, CFR ან CIF გამოყენებისას,  გამყიდველი ასრულებს თავის მიწოდების მოვალეობას, როდესაც გადასცემს საქონელს გადამზიდველს შერჩეული ტერმინით განსაზღვრული წესით, თუმცა არა მაშინ, როდესაც საქონელი მიაღწევს დანიშნულების ადგილს.
 
მოცემული ტერმინი შეიცავს ორ კრიტიკულ პუნქტს, ვინაიდან რისკი და ხარჯები გადადიან ორ სხვადასხვა ადგილზე. იმ დროს, როდესაც ხელშეკრულებაში ყოველთვის განისაზღვრება დანიშნულების ნავსადგური, შეიძლება არ იყოს მითითებული გაგზავნის ნავსადგური, როდესაც რისკი გადადის მყიდველზე. თუ გაგზავნის ნავსადგური წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს მყიდველისთვის, მხარეებმა უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ ის ხელშეკრულებაში.
 
მხარეებმა ასევე შეძლებისდაგვარად უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრონ პუნქტი შეთანხმებულ დანიშნულების ნავსადგურში, რადგანაც ამ პუნქტამდე ხარჯებს იღებს გამყიდველი. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ასეთი არჩევანი. თუ გამყიდველი თავისი გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად იღებს გადმოტვირთვის ხარჯებს დანიშნულების ნავსადგურის  შეთანხმებულ პუნქტში, გამყიდველს არ აქვს უფლება მოთხოვოს მყიდველს ასეთი ხარჯების ანაზრაურება, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის.
 
გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი გემის ბორტზე ან უზრუნველყოს ასეთი წესით მიწოდებული საქონლის გადაცემა დანიშნულების ადგილზე. გარდა ამისა, გამყიდველი ვალდებულია დადოს გადაზიდვის ხელშეკრულება ან უნზრუნველყოს ასეთი ხელშეკრულება. „გადაცემის“ ვალდებულებაზე მითიღება ითვალისწინებს მრავალრიცხოვან გაყიდვებს ჯაჭვურად, რაც ხშირად გამოიყენება სანედლეულო საქონლით ვაჭრობაში.
 

CIFშეიძლება შეუსაბამო იყოს, როდესაც საქონელი გადაეცემა გადამზიდველს გემის ბორტზე განლაგებამდე, მაგალითად, საქონელი კონტეინერებში, რაც ტიპიურია ტერმინალში მიწოდებისთვის. ასეთ სიტუაციებში მიზანშეწონილია ტერმინის CIP გამოყენება. CIF მოითხოვს გამყიდველისგან გატანის საბაჟო ფორმალობების შესრულებას, თუ ასეთი არსებობს, თუმცა გამყიდველი არ არის ვალდებული შეასრულოს შეტანის საბაჟო ფორმალობები, გადაიხადოს იმპორტის ბაჟები ან შეასრულოს სხვა შეტანის საბაჟო ფორმალობები.

 
CPT
 

«Carriage paid to» („ფრახტისგან თავისუფალი“) ნიშნავს, რომ გამყიდველი გადასცემს საქონელს გადამზიდველს ან სხვა, გამყიდველის მიერ ნომინირებულ პირს შეთანხმებულ ადგილზე (თუ ასეთი ადგილი შეთანხმებულია მხარეებს შორის) და რომ გამყიდველი ვალდებულია დადოს გადაზიდვის ხელშეკრულება და გაიღოს შეთანხმებულ დანიშნულების ადგილზე საქონლის მიწოდებისთვის საჭირო გადაზიდვის ხარჯები.

მოცემული ტერმინი შეიძლება გამოიყენებოდეს ტრანსპორტის სახეობის მიუხედავად, ასევე, ერთზე მეტი სახის ტრანსპორტის გამოყენებისას.
 
მოცემული ტერმინი შეიცავს ორ კრიტიკულ პუნქტს, ვინაიდან რისკი და ხარჯები გადადის ორ სხვადასხვა ადგილზე. მხარეებმა შეძლებისდაგვარად უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრონ საქონლის მიწოდების ადგილი, სადაც რისკი გადადის მყიდველზე, სადაც გამყიდველმა უნდა დადოს გადაზიდვის ხელშეკრულება.
 
შეთანხმებული მიმართულებით საქონლის გადასაზიდად რამოდენიმე გადამზიდველის გამოყენებისას და თუ მხარეებს შორის არ არის შეთანხმებული კონკრეტული მიწოდების პუნქტი. ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ რისკი გადადის საქონლის გადაცემის დროს პირცელ გადამზიდველზე იმ პუნქტში, რომლის არჩევა მყიდველის კონტროლის ფარგლებს სცილდება. თუ მხარეებს განზრახული აქვს, რომ რისკის გადასვლა მოხდეს უფრო გვიან სტადიაზე (ანუ საოკეანე ნავსადგურში ან აეროპორტში), საჭიროა ამის განსაზღვრა მათ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში.
 
მხარეებმა ასევე შეძლებისდაგვარად უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრონ პუნქტი შეთანხმებულ დანიშნულების ნავსადგურში, რადგანაც ამ პუნქტამდე ხარჯებს იღებს გამყიდველი. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ასეთი არჩევანი. თუ გამყიდველი თავისი გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად იღებს დანიშნულების შეთანხმებულ პუნქტში გადმოტვირთვის ხარჯებს, გამყიდველს არ აქვს უფლება მოთხოვოს მყიდველს ასეთი ხარჯების ანაზრაურება, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის.
 
СРТ –  მოითხოვს გამყიდველისგან გატანის საბაჟო ფორმალობების შესრულებას. თუმცა გამყიდველი არ არის ვალდებული შეასრულოს შეტანის საბაჟო ფორმალობები, გადაიხადოს იმპორტის ბაჟები ან შეასრულოს სხვა საბაჟო ფორმალობები შეტანისას.
 

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან.

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან

Разработка сайта

сайт-визитка.укр, создание сайтов

Сайт-визитка.укр