სარკინიგზო პლატფორმების ტიპები

სარკინიგზო პლატფორმების ტიპები და ზომები

 
ტვირთების რკინიგზით გადაზიდვა სხვადასხვა სახის მოძრავი შემადგენლობით ხორციელდება. ტვირთის ხასიათის, ძარის კონსტრუქციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ხერხის, ასევე ტვირთების დაცულობის მიხედვით, განასხვავებენ დახურულ ვაგონებს, ნახევარვაგონებს, პლატფორმებს, ცისტერნებს, ვაგონ-თვითმცლელებს, ბუნკერის ტიპის ვაგონებს და რეფ. ვაგონებს. სატვირთო ვაგონის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: ტარა (დაცლილი ვაგონის საკუთარი მასა) , ტვირთამწეობა (გადასაზიდი ტვირთის მაქსიმალური წონა), ძარის მოცულობა, ფართობი, სიგრძე და სხვა ხაზოვანი ზომები. ყველაზე გავრცელებული ტიპისა და ზომის ვაგონები წარმოდგენილია ქვემოთ:
 
დახურული სატვირთო ვაგონი – გამოიყენება იმ ტვირთების გადასაზიდად, რომლებიც მოითხოვს ატმოსფერული ნალექისგან დაცვას. ვაგონის ძარა წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც შედგება იატაკიანი ჩარჩოსგან, 4 კედლისგან და სახურავისგან. ჩატვირთვა-გადმოტვირთვა უნივერსალურ დახურულ ვაგონებში ხორცოელდება გვერდით კედლებში განლაგებული კარების მეშვეობით.
 
შიდა ზომები (მმ):
15724х2764х3050
სასარგებლო მოცულობა (მ3): 138
სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 68

ნახევარვაგონი – განკუთვნილია იმ ტვირთების გადასაზიდად, რომლებიც არ მოითხოვს ატმოსფერული ნალექისგან დაცვას. ვინაიდან ნახევარვაგონს არ აქვს სახურავი, ეს იძლევა  სრულად მექანიზირებული ჩატვირთვის საშუალებას. ფხვიერი ტვირთების გადასაზიდად არსებობს ნახევარვაგონები, რომლებიც აღჭურვილია იატაკში მოწყობილი ლიუკებით ასეთი ტვირთების გადმოცლის მექანიზირების მიზნით.

შიდა ზომები (მმ):
12690х2890х2050
სასარგებლო მოცულობა (მ3): 75,2
სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 71

ხოპერი (ბუნკერი) – ნახევარვაგონის ნაირსახეობაა, რომელიც გამოიყენება სასუქის, ცემენტის, მარცვლეულისა და სხვა ნაყარი ტვირთების მასობრივი გადაზიდვისთვის. ატმოსფერული ნალექებისგან დასაცავად გამოიყენება გადახურული ხოპერები, რომელათაც სახურავზე მოწყობილი აქვს ჩასატვირთი ლიუკები.

შიდა ზომები (მმ):
5935Х2398Х2327
სასარგებლო მოცულობა (მ3): 81
  სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 70
პლატფორმა – ვაგონი, რომელიც გამოიყენება მანქანების, აღჭურვილობის, გრძელზომიანი ტვირთების, კონტეინერების, ასევე ნაყარი ტვირთების გადასაზიდად, რომლებიც არ საჭიროებს ატმოსფერული ნალექებისგან დაცვას.
საკონტეინერო პლატფორმებს არ გააჩნია ბორტები და აღჭურვილია სპეციალური საკეტებით ყველა ტიპის დიდწონიანი უნივერსალური კონტეინერების მისამაგრებლად.
 
შიდა ზომები (მმ):
13300х2770х400
სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 71  

ხე-ტყის გადასაზიდი პლატფორმები – გააჩნიათ ტორსული კედლები და დამატებითი სპეციალური დგარები, რომლებიც ხელს უშლიან ტვირთის გადაადგილებას.

ძარის შიდა მოცულობა, 127 კუბ. მ.
შიდა ზომები (მმ):
14620х4700х3220
სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 71   
ვაგონ-ცისტერნა – გამოიყენება თხევადი ტვირთების, თხევადი აირებისა და ფხვნილისებრი მასალების გადასაზიდად
 
შიდა ზომები (მმ):
13800х2760х2791
სასარგებლო მოცულობა (მ3) 83
  სასარგებლო ჩატვირთვა (ტ): 67
 

დუმპკარი – გამოიყენება ნაყარი და მსხვილნაჭრიანი ტვირთების გადაზიდვისთვის და მექანიზირებული დაცლისთვის.

ტვირთამწეობა — არაუმეტეს 80ტ
ტვირთამწეობა , 44 მ3
ძარის შიდა ზომები, მმ
12978Х2580 Х1271

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან.

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან

Разработка сайта

сайт-визитка.укр, создание сайтов

Сайт-визитка.укр