ჩინეთიდან სარკინიგზო გადაზიდვების თავისებურობები
ჩინეთიდან ტვირთის რკინიგზით მიწოდება ძალიან მოთხოვნადი ტიპის გადაზიდვაა. ასეთი ხერხით ჩვეულებრივ გადაიზიდება საქონლის მსხვილი პარტიები შორ მანძილებზე, ასევე მსხვილგაბარიტიანი ტვირთები, მოწყობილობები, ფხვიერი ნივთიერებები, ნედლეული, საშენი მასალები. რიგ შემთხვევაში, ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის მატარებლით გადაზიდვა წარმოადგენს საზღვაო გადაზიდვის ალტერნატიულ ვარიანტს.
სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან მოთხოვნადია როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესში.
ამის ახსნა შესაძლებლეია შემდეგი უპირატესობებით:
- ამინდისა და კლიმატური პირობებისაგან დამოუკიდებლობა;
- ნებისმიერი სახისა და წონის საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობა;
- რკინიგზის სადგურების მაღალი გამავლობა;
- სამარშრუტო მიმართულებების ფართო გეოგრაფია;
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
ძირითადი მარშრუტები
ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით მიწოდება ხორციელდება: ჩინეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით.
ჩინეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვა იკავებს საშუალოდ 25-30 დღეს.
როგორც წესი, საქონელი ჩინეთიდან გაიგზავნება მსხვილი საკვანძო სადგურებიდან და ნავსადგურებიდან ქ. ურუმჩში, ხოლო შემდეგ, გაიგზავნება დანიშნულების ადგილამდე.
შენიშვნა: ჩინეთიდან სარკინიგზო გადაზიდვების ღირებულება დამოკიდებულია გაგზავნის პუნქტზე და დანიშნულების პუნქტზე.