ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვების თავისებურობები
ჩინეთში მოქმედებს რამოდენიმე ათეული მსხვილი და ასზე მეტი მცირე ნავსადგური. ეს იძლევა საშუალებას შევიმუშავოთ ოპტიმალური მარშრუტები, შევარჩიოთ ტრანსპორტირების ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტები და მივაწოდოთ საქონელი დათქმულ ვადებში. ნაკრები ტვირთების საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან ხორციელდება რამოდენიმე ატაპად:
გაგზავნამდე კომპლექტაციისთვის კონსოლიდაციის საწყობში ტვირთის მიწოდება.
ტვირთების კონსოლიდაცია წარმოადგენს საქონლის საჭირო პარტიის შეკრებას და მის მომზადებას ტრანსპრტირებისთვის:
- საზღვარზე საბაჟო კონტროლის გავლა.
- საბოლოო დანიშნულების პუნქტში გადაზიდვა.
- როგორ ხორციელდება საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან
ტვირთი კონტეინერით მიეწოდება ნავსადგურში წინასწარ, ყველა საჭირო საბუთის თანხლებით. გაგზავნამდე მთელი საქონელი გადის საბაჟო შემოწმების სავალდებულო პროცედურას დოკუმენტაციის, საბაჟო გადახდების შემოწმებით და სავალუტო კონტროლით. დანიშნულების პუნქტში პროდუქციის მიწოდება მოითხოვს 20-დან 65-მდე დღეს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია:
- შერჩეულ მარშრუტზე და ნავსადგურებს შორის მანძილზე;
- ამინდის პირობებზე;
- წელიწადის დროზე.
ასევე ტრანსპორტირების სიჩქარეზე მოქმედებს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა გემების ნავსადგურებში შესვლის განრიგი. თავის მხრივ, ეს დამოკიდებულია გემის შევსებადობაზე და ყველა საბუთის ქონაზე.