საშიში ტვირტების გადაზიდვა

საშიში ტვირთების სახეობები

 
საშიში ტვირტების გადაზიდვა ხორციელდება შემდეგი სახის ტრანსპორტით:
საავტომობილო,  საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო. ცალკეული ტიპის ტრანსპორტისთვის დგინდება განსაზღვრული წესები და ნორმები გადაზიდვის ორგანიზაციის კუთხით, კერძოდ,   დოკუმენტაცია, მარკირება, მოთხოვნები ტვირთის თანმხლები შემადგენლობის მიმართ. აღნიშნული გადაზიდვა მოითხოვს მომსახურე პერსონალის მტკიცე ცოდნას ტვირთის ნებისმიერი სახის გადაზიდვის დროს, ცქევის წესების დაცვას ავარიულ სიტუაციაში შესაბამისი საშიშროების კლასისთვის. პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული და კლასიფიცირებული.
 
ADR-ტვირთების საშიშროების კლასები
გადასაზიდად დაშვებულ ნებისმიერ საშიშ ტვირთს გააჩნია თავისი საშიშროების კლასი. სულ ასეთი ცხრა კლასი არსებობს. ყველა კლასში არსებობს ქვეკლასები ამა თუ იმ საშიშ ნივთიერებაზე. უფრო დაწვრილებით ყველა საშიშროების კლასს განვიხილავთ ქვემოთ:
 
საშიში ტვირთები კლასი 1 (ADR – 1)
მასალები, რომლებიც შეიძლება აფეთქდეს, გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება, ასევე  პიროტექნიკური ეფექტის მქონე ნივთიერებები. ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან გაფანტვის საშიშროებას და არ იწვევენ აფეთქებას. ნაკეთობები, რომლებიც აალებისას გამოყოფენ სხივურ სითბოს ან ავლენენ უმნიშვნელო აფეთქების ეფექტებს. დაბალი მგრძნობელობის ნაკეთობები, რომლებიც ქმნიან მასით აფეთქების საშიშროებას, მაგრამ აქვთ წვიდან დეტონაციაში გადასვლის ძალიან მცრე საფრთხე
 
საშიში ტვირთები კლასი 2 (ADR – 2)
მეორე კლასის საშიშროებას მიეკუთვნება, ძირითადად, აირები (მაგალითად, ჟანგბადი). განსაკუთრებით, როგორც აირების ნარევი, სუფთა აირი, რამოდენიმე სახის აირების ნარევები. აირი ისეთი ნივთიერებაა, რომელსაც ორმოცდაათ გრადუსზე ცელსიუმით აქვს სამას კილოპასკალზე მეტი ორთქლის წნევა. უნდა გვახსოვდეს, რომ გაზების მთავარი საშიშროებაა წნევა, რომლის ქვეშსაც იმყოფება იგი. გაზი შეიძლება იყოს მხუთავი, მომწამლავი, ტოქსიკური, კოროზიული, ადვილად აალებადი.
არააალებადი აირები, მათ ასევე მიეკუთვნება უშხამო გაზები;
ადვილად აალებადი აირები, ასევე შხამიანი;
ქიმიურად არამდგრადი აირები და შხამიანი აირები.
 
საშიში ტვირთები კლასი 3 (ADR – 3)
მესამე კლასს მიეკუთვნება ადვილად აალებადი ნივთიერებები, თხევადი და მყარი გამდნარ მდგომარეობაში ანთების ტემპერატურით არაუმეტეს სამოცდაერთი გრადუსისა ცელსიუმით, ასევე ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც გახსნილია წყალში ან სხვა თხევად ნივთიერებებში თხევადი მდგომარეობის ერთგვაროვანი ნარევის შესაქმნელად მათი აფეთქების შესაძლებლობის მინიმიზაციისთვის. ასეთი კლასის ტვირთებს მიეკუთვნება დიზელის საწვავი, მსუბუქი ღუმელის საწვავი, გაზოილი, ასევე – საღებავი (ჩვენ ავღწერეთ საღებავის გადაზიდვის პროცესი).
 
საშიში ტვირთები კლასი 4 (ADR – 4)
ეს არის ანთების, ხახუნის, ნესტის შთანთქვის შედეგად, გათბობისას ადვილად აალებადი ნივთიერებები, ასევე მყარი, ფეთქებადი ნივთიერებები, თვითრეაქტიული თხევადი ან მყარი ნივთიერებები. მყარ ნივთიერებებს მიეკუთვნება გრანულირებული, ფხნილისებრი, პასტისებრი ნივთიერებები,  რომლებიც შეიძლება ადვილად აალდეს გარე ფაქტორების ზემოქმედებით (მზის სხივები, ანთებული ასანთი, ნაპერწკალი). ესაა პირომორფული ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს ნარევებსა და თხევად ხსნარებს. ამ ნივთიერებებს აქვს თვითაალების მაქსიმალური უნარი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სითბოს წარმოქმნის სიჩქარე აღემატება სითბოს გაცემის სიჩქარეს და მიიღწევა თვითაალების ტემპერატურა. ნაკეთობები, რომლებიც გამოყოფენ ადვილაალებად აირებს წყალთან ურთიერთქმედების დროს.
 
აშიში ტვირთები კლასი 5 (ADR – 5)
 მჟანგავი ნაკეთობები,  რომლებიც ადგილად გამოყოფენ ჟანგბადს, ხელს უწყობენ წყას, სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას შეუძლიათ აფეთქდნენ და აალდნენ. ამ კლასს მიეკუთვნება ასევე ორგანული ნივთიერებები, რომლებიც შედგება წყალბადის პეროქსიდის წარმოებული პროდუქტებისგან. შემოკლებით მათ ორგანულ პეროქსიდებს უწოდებენ.
 
საშიში ტვირთები კლასი 6 (ADR – 6)
მეექვსე კლასს მიეკუთვნება შხამიანი ნაკეთობები, რომლებიც ორგანიზმის შიგნით მოხვედრისას, კანთან ან ლორწოვან გარსთან  შეხებისას იწვევნ მოწამლას, დაავადებას, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილიც. ეს ძლიერად ტოქსიკური, ტოქსიკური და სუსტად ტოქსიკური ნივთიერებებია. ინფექციური ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ პათოგენურ ორგანიზმებს.
 
საშიში ტვირტები კლასი 7 (ADR – 7)
მეშვიდე კლასს მიეკუთვნება რადიოაქტიური ნივთიერებები. ეს ნაკეთობები შეიცავენ რადიონუკლიდებს. ამ ტვირთის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რადიოაქტიური გამოსხივების მიღება ალფა-, ბეტა- და გამა-გამოსხივების ფორმით. ამ ნივთიერებებს შეუძლია თვითაალება, შეიძლება იყვნენ კოროზიული, გამოყონ სითბური ენერგია. შეხებისას, შესაძლებელია დამწვრობების მიღება, თმის ცვენა, სისხლის შედგენილობის შეცვლა, ონკოლოგიური დაავადებები, ლეიკემია, სიკვდილი.
 
საშიში ტვირთები კლასი 8 (ADR – 8)
კოროზიული ნივთიერებები ეს ნივთიერებებია, რომლებიც კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას მოქმედებს ეპითელიალურ ქსოვილზე. შეიძლება დააზიანონ ტვირთი, სატრანსპორტო საშუალება, სხვა სახის საშიშროებები. როგორც წესი, ესაა მჟავები, ტუტეები, ძლიერ კოროზიული ნაკეთობები.
 
საშიში ტვირთები კლასი 9 (ADR – 9)
ას არის ყველა სხვა და საშიში ნივთიერებები, რომლებიც არ შევიდა წინა კლასების სიაში. ეს არის ან წვრილი მტვერი, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას სუნთქვის დროს, ასევე წვის დროს შეიძლება გამოიყოს დიოქსინები, ასევე ადილაალებადი ორთქლები.
 

საშიში ტვირთების კლასიფიკაცია

კლასი 1: აფეთქებასაფრთხიანი ნივთიერებები
კლასი 2.1:ადვილაალებადი აირები
კლასი 2.2: უწვადი/არატოქსიკური აირები
კლასი 2.3: ტოქსიკური აირები
კლასი 3: ადვილაალებადი სითხეები
კლასი 4.1: ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები
კლასი 4.2:თვითნებურად აალებადი ნივთიერებები
კლასი 4.3:ტენიან მდგომარეობაში საშიში ნივთიერებები
კლასი 5.1: მჟანგავი ნივთიერებები
კლასი 5.2: ორგანული პეროქსიდები
კლასი 6: ტოქსიკური ნივთიერებები
კლასი 7: რადიოაქტიური ნივთიერებები
კლასი 8: კოროზიული ნივთიერებები

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან.

ჩვენ ერთად თქვენ ყველა გზა!

ვმუშაობთ ყველა საკონტეინერო ხაზთან და ტერმინალებთან

Разработка сайта

сайт-визитка.укр, создание сайтов

Сайт-визитка.укр